ლაბორანტი-ქიმიკოსი

გორი სრული განაკვეთი ქართული ღვინის სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ღვინის ტექნოლოგი
კომპანია ქართული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტი-ქიმიკოსის  პოზიციაზე, ღვინის ქარხანაში არსებულ საწარმოო ლაბორატორიაში.
ადგილმდებარეობა:  ქ. გორი, თამარ მეფის № 26.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00 – 18:00სთ.
ანაზღაურება: დეტალები კანდიდატთან გასაუბრებისას გახდება ცნობილი

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (მეღვინეობის) მიმართულებით;
  • მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (მრეწველობის სფეროში): არა ნაკლებ 2-3 წელი;
  • რუსული და ქართული ენების ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • საწარმოო ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • დადგენილი ტექნოლოგიური რეჟიმის შესრულების კონტროლი ღვინის წარმოების  პროცესის ყველა ეტაპზე;
  • ლაბორატორიის ხელმძღვანელი მითითებების შესრულება;
  • ცდების და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელება ღვინო მასალის, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით.
  • ლაბორატორიის აღჭურვილობის და გახარჯული მასალების აღრიცხვა. შესაბამის ჟურნალების წარმოება.
  • ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ანალიზი.
  • ლაბორატორიის ინვენტარის, რეაქტივების სათანადო მდგომარეობაში შენახვა.

 პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!