ქოფირაითერი

თბილისი სრული განაკვეთი GMC Motors
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კოპირაიტერი
შპს „“ჯიემსი მოტორსი GMC Motors’’ 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას,აგრეგატებს,ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. 
კომპანია  აცხადებს  ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე 
 
მოვალეობები: 
  • მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად ტექსტუალური მასალის მომზადება 
  • PR სტატიების მომზადება 
  • ვიდეო კონტენტისათვის სცენარებზე მუშაობა 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კრეატიულ კონცეფციებზე მუშაობა 
  • მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა 
  • ვებსაიტისათვის ტექსტების მომზადება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები  
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, პიარის ან სოციალური მედიის მიმართულებით; 
  • ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, მეტყველება და წერა); 
  • სავალდებულოა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კრეატიულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სამუშაო პრობები: 
  • სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ 
ანაზღაურება: შეთანხმებით გასაუბრებაზე 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება 
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. 
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე