Hotel Ibis Styles Tbilisi Center აცხადებს ვაკანსიას მიმღების (რეცეპციონისტის) პოზიციაზე.
Hotel Ibis Styles Tbilisi Center იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
- სასურველია მიმღბის (რეცეპციონისტის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა
- მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების გასვლისა და შემოსვლის პროცედურების განხორციელება, სასტუმროში ყოფნის პერიოდში მათი პრობლემების მოგვარება;
- უცხოური ვალუტის მიღების დროს კონვერტაციის ფორმის შევსება და მიღებული კუპიურების ვიზუალური შემოწმება;
- სალაროს ჩაბარება და სამუშაო დღის ბოლოს შემდეგი ცვლისთვის გადაბარება;
- სასტუმროში დაგეგმილი ან მიმდინარე ივენთების, კონფერენციების და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- სათანადო რაგირების მოხდენა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
- ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა
- კონკურენტული ანაზღაურება
- მეგობრული და დინამიური გარემო
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10/12/2024 ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ „Hotel Ibis Styles Tbilisi Center“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.