eMoney აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე
პოზიციის დასახელება: ოფის-მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00(შესვენება 1 საათი, სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
დამსაქმებელი: სს იმანი ჯორჯია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- დაწესებულების ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი, დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა, სამუშაო დროის აღრიცხვა;
- თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების, შესვენების და სხვა დისციპლინალური საკითხების აღრიცხვა;
- ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
- ორგანიზაციის საშტატო განაწესის შესახებ დებულების განხორციელების კონტროლი და თანამშრომელთა მიერ მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე, ჰიგიენური საშუალებების შეძენა, მარაგების საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოება;
- ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და შესყიდვების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
- კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
- საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
- Word, Excel და სხვა კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ანაზღაურება:
1100 ლარი (ხელზე მისაღები, ფიქსირებული)
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე Hr@emoney.ge გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.