გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ მოტორსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
„ელიტ მოტორსი“ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა პრემიუმ ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ბრენდების მცირე ჩამონათვალი, რომლებთანაც თანამშრომლობს კომპანია:
  • Atlas Copco (კომპრესორები, აზოტის დ&ჟანგბადის გენერატორები)
  • Genie (ამწევი მექანიზმები, შენობების მოვლის სისტემები)
  • Emsa (გენერატორები, შიდა წვისა და გაზზე მომუშავე ძრავებით)
  • Mosa (შედუღების აპარატები)
  • Hangcha (ჩანგლიანი დამტვირთველები)Wacker Neuson (სატკეპნები, ასფალტისა და ბეტონის საჭრელები, წყლის ტუმბოები, მინი საამშენებლო ტექნიკა)

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომლისთვისაც დანადგარები და შესაბამისად ამ სფეროში გაყიდვები პროფესიული ინტერესია.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მოქნილ საბონუსე სისტემას;
  • პროფესიონალების მეგობრულ და დახმარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • მისამართი: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ, საგურამოს გადასახვევთან, სადაც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თავად კომპანია საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:00 – 18:00, შაბათი 9:00 – 14:00

სამუშაო აღწერილობა:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
  • გაყიდვების კვარტლური და წლიური გეგმების შემუშავება და მენეჯმენტთან განხილვა;
  • დამტკიცებული კვარტალური და წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება და პრეზენტაციების მომზადება;
  • ბაზრის კვლევა, კონკურენეტების ანალიზი და მათი პროდუქციის შეფასება;
  • კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში ჩართულობა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ახალი პროდუქტების მოძიებასა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
  • გაყიდვის მთლიანი ციკლის მართვა;
  • გასვლითი ვიზიტები უკვე არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • მივლინებები რეგიონებში სამუშაოს სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოს 60%.

რა ცოდნის, გამოცდილების და უნარების კანდიდატი გვჭირდება:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით, პრიორიტეტულია გამოცდილება დანადგარებისა და სპეც. ტექნიკის სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების B1 / B2 დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B) კატეგორია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და გაყიდვების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ აკამაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიცია „გაყიდვების მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!