ექთნის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
მივლინება: არა
სამედიცინო: მედდა
შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე, საოპერაციო ბლოკში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წინანდლის ქ.9-6

სასურველია:
  • ქირურგიულ განყოფილებაში ან საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტთა მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების–დამზადება/გამოყენება;
  • სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
  • სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე:  qbantsuri@gmail.com