სასტუმროს დიასახლისი

მესტია სრული განაკვეთი სასტუმრო ლაჰილი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 25 ნომერი.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
  • ანაზღაურება: 1200 ლარი ( მაღალ სეზონზე);
  • ბენეფიტები: განთავსება, კვება..
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
  • სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმრო ოთახების, საზოგადოებრივ სივრცეებისს, ტექნიკური ოთახების და ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ობიექტის სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა
  • დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
  • მენეჯერის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

საჭირო უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hotellahili@gmail.com; განიხილება როგორც სეზონური ასევა მუდმივი დასაქმება.
სათაურის ველში მიუთითეთ - "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 11 77.