ელექტრიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი იელთი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 1600
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
,,იელთი ჯგუფი“ და საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი
სახელფასო განაკვეთი: 1400-1600

ძირითადი მოვალეობები:
  • აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა;
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი;
  • ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა;
  • ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია;
  • არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!