კომპანია კანო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ქალაქი: რუსთავი;
სრული განაკვეთი:
გრაფიკი: ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (09:30 დან 18:30 მდე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგების მიმართულებით)
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- მოლაპარაკებების უნარი და პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა;
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება;
- კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა, პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული წინადადებების მომზადება;
- ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
- გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა , დოკუმენტაციის, რეესტრების წარმოება;
- თანამშრომლობა მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდებთან პროცესების კოორდინაციისთვის.
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- ფიტპასი.
კომპანიის დასახელება: შპს ,,კანო’’;
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 216 393 980;
საკონტაქტო პირის სახელი, გვარი : ნინო გელაშვილი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :
ტელეფონი: +995 599653294
ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.