გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი

თბილისის შემოგარენი მოქნილი გრაფიკი სანა მენტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: მარკეტინგის დირექტორი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვების დირექტორი
საქართველოში პირველი ინოვაციური მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა „სანამენტე“ ასევე ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრი „პომელი“ და სააფთიაქო მიმართულება „მენტალ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე

განიხილება კანდიდატი:
  • რომელსაც გააჩნია გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე 3 + წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია გაყიდვების გამოცდილება სამედიცინო სფეროში)
  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური - თავისუფლად (აუცილებელი)
  • რუსული (სასურველი)
  • დამატებითი უცხო ენა (ჩაითვლება უპირატესობად)

სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთი, ნუშის ბაღების ქუჩა 5
სამუშაო გრაფიკი: თავსუფალი სამუშაო განაკვეთი (დამფუძნებლებთან შეთანხმებით)
ანაზღაურება: ფიქსირებული - შეთანხმებით
საბონუსე სისტემა - შეთანხმებით
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
  • უმაღლესი განათლება გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია სამაგისტრო ხარისხი)
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • შესანიშნავი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი
  • თბილი და ენთუზიაზმით აღსავსე ხასიათი
  • სერვისზე ორიენტირბულობა და მომხმარებელზე ფოკუსირება.
  • პრობლემების დროულად აღმოფხვრის უნარი.
  • Microsoft Excel და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • კომპანიების გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შემუშავება / დანერგვა / იმპლემენტაცია
  • პოტენციური ბენეფიციარების მოზიდვის გეგმის შემუშავება / იმპლემენტაცია (როგორც ქვეყნის შოგნით ისე საერთაშორისო ბაზარზე)
  • გაყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის წარმოება და მართვა.
  • პერიოდული ანგარიშების შედგენა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით
  • გაყიდვების პროცედურების შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება / მართვა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ);
  • მეგობრულ გუნდს;
  • განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@sanamente.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!