დამხმარე მკერავი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია მკერავი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
წარმოება/ოპერაციები: ტექსტილი/სამკერვალო
მცირე ზომის სამკერვალო საწარმო (სამკერვალო განყოფილებაში სულ 15 თანამშრომელია) ,,მკერავი“, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: დამხმარე მკერავი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
  • ექვემდებარება- მკერავს
  • ანაზღაურება-1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • მკერავის დახმარება სამკერვალო პროცესში;
  • დამხმარე მასალების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში მარტივი საკერავი სამუშაოების/ოპერაციების შესრულება;
  • სამკერვალო ინსტრუმენტების/სპეციალური სამკერვალო მანქანების სწორად გამოყენება სამუშაო პროცესში და მოვლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამკერვალო სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • სპეციალურ სამკერვალო მანქანებთან მუშაობის გამოცდილება;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დამხმარე მკერავი

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 მაისი 2025.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს ,,მკერავი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mkeravi.com

გისურვებთ წარმატებებს.