Motion დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი სასწავლო ცენტრი 10x
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
,,10x” ეძებს კრეატიულ და შედეგებზე ორიენტირებულ Motion დიზაინერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მრავალფეროვან ვიზუალურ პროექტებში და მონაწილეობას მიიღებს ჩვენი გუნდის ვიზუალური პროდუქტების შექმნაში. 
მოქმედი პოზიცია მოითხოვს მუშაობას სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტზე — სარეკლამოზე, საგანმანათლებლოზე და ბრენდულ მასალებზე. სამუშაო პროცესში ძირითადი ფოკუსი გაკეთდება Adobe After Effects-ზე და მის თანმდევ ინსტრუმენტებზე. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (შეთანხმებით შესაძლებელია ჰიბრიდული ან დისტანციური ფორმატიც)  
დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი შეთანხმებისამებრ. 
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • Motion გრაფიკის შექმნა სხვადასხვა ტიპის ვიდეოებისთვის (სოციალური მედია, რეკლამა, ბრენდინგი); 
  • სკრიპტებისა და ვიზუალური კონცეფციების ანიმაციაში გარდაქმნა; 
  • გუნდის სხვა წევრებთან (დიზაინერებთან, მარკეტინგთან, პროდიუსერებთან) თანამშრომლობა; 
  • საჭიროების შემთხვევაში დიზაინის სტატიკური ელემენტების შექმნა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • Adobe After Effects-ის მაღალ დონეზე ფლობა; 
  • Adobe Illustrator და Photoshop-ის საშუალო დონეზე ფლობა; 
  • Motion დიზაინის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; 
  • სასურველია პორტფოლიო რეალური პროექტებით; 
  • პროფესიული ეთიკა და სამუშაოსადმი ორგანიზებული დამოკიდებულება. 
 
შერჩევის ეტაპები და ვადები: 
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: info@10x.edu.ge  12 მაისამდე. 
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 მაისისა. 
გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების დირექტორისთვის წარდგენა და კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 23 მაისისა. 
 
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: 
  • რეზიუმე (CV) 
  • Motion დიზაინის პორტფოლიო (ვიდეო ბმულები ან pdf-ფორმატი); 
  • სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან სერტიფიკატი) წარმოდგენა 
 
შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია.