შპს "აგროზონა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
შპს "აგროზონა-ს საქმიანობის ძირითადი სფეროა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორები , მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები, მეღვინეობის მოწყობილობები და დამხმარე ინვენტარი) იმპორტი და რეალიზაცია.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 129
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-შაბათი)
ანაზრაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი+ჯამრთელობის დაზღვევა)
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი ფუნცია-მოვალეობები:
- გაყიდვების პროცესების მართვა, დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- კლიენტებთან საქმიანი ურიერთობების წარმართვა და მუდმივი კომუნიკაციის ქონა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მუდმივი განახლება;
- კორპორატიული შეთავაზებების და პრეზენტაციების მაღალ დონეზე მომზადება/წარდგენა;
- კონკურენტული ბაზრის შესწავლა/ანალიზი;
- ნაშთების და მარაგების კონტროლი, ნაშთების ოპტიმიზაცია, ანალიტიკის წარმოება;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- უცხო ენის ცოდნა : ინგლისური და რუსული საშუალო დონეზე.
- სამუშაო გამოცდილება :მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი სამუშო გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Windows, MS Word, Excel, თავისუფლად ფლობა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დაგეგმვის და პროგნოზირების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- კომუნიკაციის მართვის უნარი;
- ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: merab.gugunishvili@gmail.com