Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: Manual QA Engineer
ძირითადი ფუნქციები:
- პოზიტიური და ნეგატიური ტესტ-ქეისების/ჩექ ლისტების შექმნა ტესტირების ტექნიკების გათვალისწინებით;
- დეფექტების იდენტიფიცირება, მკაფიო რეპორტის შექმნა და სასიცოცხლო ციკლის კონტროლი შესაბამის პლატფორმაზე;
- ტესტ-ქეისების გამოყენებით, მანუალური ტესტირების განხორციელება, პროგრამული პროდუქტის ქცევის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- ტესტირების სასიცოცხლო ციკლში (STLC) ტესტირების დონეების, მიდგომების, ტექნიკების და ტიპების გამოყენება;
- პროგრამული პროდუქტის დანერგვის შემდგომი ტესტირება რეალურ გარემოზე, მისი საიმედოობისა და გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
- მჭიდრო კოორდინაცია დეველოპერებთან, პროექტის მენეჯერებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, ვადების, მიზნების შესრულების, დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრისა, თუ სხვა საკითხზე რეაგირების უზრუნველსაყოფად;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ინდუსტრიაში არსებული სიახლეების, პროცესებისა და პრაქტიკების მუდმივი თვალყურის დევნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ან მონათესავე სფერო.
ცოდნა და გამოცდილება:
- Alta Software B6 პლატფორმასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და ფუნქციონალური ცოდნა შემდეგ მოდულებში:
- მომხმარებელთა ცენტრი (კლიენტების მართვა);
- ანგარიშების მართვის მოდული;
- დეპოზიტების მოდული;
- SWIFT მოდულები (SWIFT IN/OUT, SWIFT Integration, Siftguard, B7 Compliance).;
- იმპორტ-ექსპორტის მოდული;
- ინკასო/ყადაღის მოდული;
- ადმინისტრირების მოდული;
- CAP ვებ სერვისების (Alta CAP Web Services) ტესტირების გამოცდილება — ძირითად მეთოდებზე.
- ფუნქციური, UI/UX, ლოკალიზაციის, თავსებადობის, რეტესტინგისა და რეგრესიული ტესტირების ცოდნა;
- ტესტირების ტექნიკების ცოდნა (Equivalence Partitioning, Boundary Value Analysis, Decision Table Testing, Exploratory testing);
- DevTools - თან მუშაობის გამოცდილება;
- Jira / Trello / Monday / TestPad/TestRail - ში მუშაობის გამოცდილება;
- Fiddler everywhere/Charles Proxy - ის პრინციპების ცოდნა;
- Postman / Swagger - ის გამოყენების ცოდნა;
- სტატიკური ტესტირების ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- Kibana, SigNoz, ან მსგავს პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება; უნარები:
- კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისწრაფე და ოპერატიულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ
თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.