ოფის მენეჯერი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი WURTH
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, გერმანული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება ოფის-მენეჯერი  ქ. თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ან/და გერმანული  და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი–შაბათი 10:00-18:00; 
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
  • ანაზღაურება 800 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
  • ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
  • სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
  • მიმდინარე საკითხების მოგვარება.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge  მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30
CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!