თურქული კერძების მზარეული

მცხეთა სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა “ აცხადებს ვაკანსიას თურქული კერძების მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მზარეულად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • თურქული სამზარეულოს ცოდნა
  • სხვადასხვა კერძის სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მენიუში შემავალი კერძების მომზადება სტანდარტების დაცვით
  • კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი
  • ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”