ხარჯების ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ხარჯების ბუღალტერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სასაქონლო მარაგების ან/და ხარჯების აღიარება-აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • კომპანიის ფინანსური პერიოდის (თვე/წელი) დახურვისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული და სრული აღრიცხვა ERP system-ში;
  • კომპანიის სახელზე გამოწერილი/გამოგზავნილი დოკუმენტაციის ვერიფიკაცია, კომპანიაში დადგენილი წესების და პროცედურების თანახმად;
  • შესყიდულ ნედლეულზე და დანამატებზე სატრანსპორტო და სხვა ზედნადები ხარჯების გადანაწილება შესაბამის მასალებზე ლოკაციების მიხედვით, კომპანიაში დადგენილი წესების და პრინციპების შესაბამისად;
  • კომპანიის ERP System-ში მომწოდებლებზე აღრიცხული ფინანსური ნაშთების პერიოდული შედარება თავად მომწოდებლების მონაცემებთან. შედარების შედეგების დაფიქსირება შესაბამის შედარების აქტებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში/ფინანსებში;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება SAP-ის პროგრამაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • ადაპტაციის უნარი;
  • გუნდურად მომუშავე

არსებული პირობები და ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
  • სატელეფონო ლიმიტი

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: Careers@cement.ge

გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხარჯების ბუღალტერი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა