აღრიცხვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი MUK TBILISI
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ - აღმრიცხველი
კომპანია "მუკ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის თანმდებობაზე.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი);
  • გამოცდილება აუდიტორის ასისტენტად, მთავარი ბუღალტრის მოადგილედ, აღრიცხვის განყოფილების სპეციალისტად ან ფინანსურ კონტროლიორად მუშაობისას;
  • Excel-ისა და 1С:8-ის კარგი ცოდნა;
  • წერითი და ზეპირი გამართული მეტყველება (რუსული, ინგლისური);
  • მენეჯმენტური ანგარიშგების შედგენის გამოცდილება;
  • კარგი ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის (IFRS), საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის სფეროში;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წაკითხვის უნარი;
  • მოცულობითი მონაცემების ანალიზისა და მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშგების მომზადების უნარი.

მოვალეობები:
  • კომპანიის აღრიცხვის პოლიტიკის დაცვაზე კონტროლი;
  • კოორდინაცია სხვა განყოფილებებთან, მათ შორის საერთაშორისოებთან;
  • დოკუმენტების მიმოცვლის კონტროლი;
  • აღრიცხვის პროგრამებში ოპერაციების შესრულება;
  • აქტიური მუშაობა მონაცემთა დიდ მოცულობასთან აღრიცხვის სისტემებში;
  • კონტრაქტორებთან საგარანტიო ანგარიშსწორების წარმოება.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე რუსულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე hr@muk.group