საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი რითეილ სფეროს წარმომადგენელი კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
რითეილ სფეროს წარმომადგენელი კომპანია აცხადებს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანსიას-ბროკერის საქმე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი; 
სამუშაო საათები:09:00-18:00 
დასვენება: შაბათი კვირა

ანაზღაურება: 3000ლ-დან

ფუნქცია მოვალეობები:
  • ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა საბაჟოზე;
  • საქონლის კლასიფიკაციის მიხედვით (HS კოდები) დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრა;
  • შიდა გადამუშავების საბაჟო რეჟიმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • წარმოშობის სერტიფიკატების (EUR.1, და სხვ.), ფიტოსანიტარული და სხვა დოკუმენტაციის მართვა;
  • საბაჟო გადასახადებისა და დღგ-ს გამოთვლა და გადახდის პროცესის კონტროლი;
  • ტვირთის შესაბამისობის შემოწმება სასაქონლო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
  • საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
  • პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბაჟო რეგულაციების, იმპორტის/ექსპორტის პროცედურების და ოპერაციების ცოდნა;
  • საბაჟო დოკუმენტაციის, მათ შორის იმპორტის/ექსპორტის დეკლარაციების, წარმოშობის სერტიფიკატებისა და განბაჟების ფორმების ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილი

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:
  • პოზიტიური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: natiaglg2@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ჩვენი კომპანიის

მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: natiaglg2@gmail.com ; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.