ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო აცხადებს ვაკანსიას ფრესკოს „ ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი „ პოზიციაზე

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ- კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფრესკოს ქსელში არსებული შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების, სავაჭრო დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების მშენებლობის დაგეგმვა, პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესების კონტროლი;
  • კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა კოორდინაცია/კონტროლი;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება
  • კაპიტალური შეკეთებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით.
  • სამშენებლო დოკუმენტაციაში მუშაობის ცოდნა
  • მომხმარებლის დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, (მათ შორის avtocad, archicad)
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
  • სტრესულ პირობებში მუშაობის გამოცდილება და სტრესის გამკლავების უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907