სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ელექტრიკოსი/თავსახურის წარმოების ოპერატორი
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ელექტრიკოსი/თავსახურის წარმოების ოპერატორი
ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
- ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
- ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
- ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
- ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
- ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
- ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი.
- ელექტრონაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
- მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება.
თავსახურის წარმოების ოპერატორი - 3 ვაკანსია
მოთხოვნები:
- საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
- კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
- ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
- მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
- გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
- საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდიანრე). ანაზღაურება - 1105 ლარი ხელზე ან 6,05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). საგამოცდო პერიოდის გასვლის და გამოცდის ჩაბარების შემდეგ - 1500 ლარი ხელზე ან 8,24 ლარი საათში.
პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com