ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ტერა ლიზინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
თანამდებობის აღწერა: ფინანსური ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: სანდრო ეულის ქ. 7
კომპანია: სს ტერა ლიზინგი (სს ტერაბანკის შვილობილი კომპანია)
ანგარიშვალდებულება: ფინანსური დირექტორი (CFO)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული და საბონუსე

სს “ტერა ლიზინგი”, “ტერაბანკის” შვილობილი, სწრაფად მზარდი სალიზინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე:

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • ფინანსური უწყისების მომზადება;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსური შედეგების, გეგმა-ფაქტის და მომგებიანობის ანალიზი;
  • სავალუტო, საპროცენტო, ლიკვიდობის რისკების შეფასება და ანალიზი;
  • გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის შეგროვება/მიწოდება;
  • მენეჯერული რეპორტების მომზადება;

მოთხოვნები
  • განათლება და გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა, ACCA/CFA დონის სერტიფიკატები (ან წარმატებით გავლილი გარკვეული საფეხურები) ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები და კომპეტენციები
  • ფინანსური ანალიზი;
  • ფინანსური მოდელირება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

როგორ მოგვმართოთ
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმეები შემდეგ მისამართზე: info@teraleasing.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ფინანსური ანალიტიკოსი– [თქვენი სახელი]"
განაცხადის მიღების ვადა: 25 მაისი, 2025 წელი