,,Mountaway Group’’ ყაზბეგში დაფუძნებული კომპანიაა რომელიც 8 წელია სტუმარ-მასპინძლობის სფერიში ოპერირებს და აერთიანებს სარესტორნე და სასტუმრო სივრცეებს.
რესტორანი ,,მაისი’’ შოუ ქიჩენ ტიპის კონცეფტუალური რესტორანია.
მენიუს ფილოსოფია დაფუძნებულია ქართულ გემოებზე და ადგილობრივ პროდუქტებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ავთენტურობას, ისე საინტერესო კულინარიულ გამოცდილებას
რესტორანი ,,მაისი’’ აცხადებს ვაკანსიას ბარისტა/მიმტანის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები (ბარისტა):
- ყავის, ჩაის და სხვა სასმელების მომზადება რეცეფტების და სტანდარტების შესაბამისად.
- ყავის აპარატის და სხვა აღჭურვილობის სწორი გამოყენება, მოვლა
- პროდუქტის ხარისხის კონტროლი.
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და სტუმრების თბილი და თავაზიანი კომუნიკაცია.
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის მიღება
- ჰიგიენური ნომრების დაცვა
- გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა
ძირითადი მოვალეობები (მიმტანი):
- სტუმრის მიღება და მათთვის ადგილის სერჩევა
- შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება
- პოს სისტემის და სხვა აღჭურვილობის სწორი გამოყენება, მოვლა
- მენიუს დეტალური ცოდნა, სტუმრებისთვის შესაფერისი რეკომენდაციის მიცემა.
- რესტორნის სხვა პერსონალთან გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- საშუალო განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საჭირო ტექნიკასთან და პოს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1.MID დონეზე
სამუშაო გრაფიკი: 9 საათი, დასვენებებით, მცოცავი, კვირაში-6 დღე
შესაძლებელია დასვენებების დაგროვება და ერთად გამოყენება
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად
თუ სიახლეები არ გაშინებს და კვალიფიკაციის და ცოდნის ამაღლება გსურს, ცადე და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე - info@mountaway.com ან დაგვირეკე +995598339313