ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ბას
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 3500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ტურიზმი(ზოგადი)
ჯორჯიან ბას აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე

გრაფიკი: სტანდარტული
ანაზღაურება - 3000-3500 (გამოცდილების მიხედვით) +ბონუსი
ლოკაცია - თბილისი

პოზიციის აღწერა:
Georgian Bus-ი ეძებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც ტურ ოპერატორების გუნდის მართვაზე, ასევე ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ასევე გაყიდვებზე და ზოგადად კომპანიის ზრდაზე. განყოფილების ხელძღვანელს უნდა ქონდეს ლიდერობის, სტრატეგიული დაგეგმვის, გაყიდვების და საოპერაციო პროცესების მართვის უნარები, რათა უზრუველყოს დინამიურად მზარდი დეპარტამენტის წარმატებული მართვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი ბაზრების კვლევა და ტენდენციების ანალიზი
  • ტურისტული პროდუქტების განვითარება ანალიზის შესაბამისად
  • კომპანიის წარდგენა ტურისტულ გამოფენებსა და B2B შეხვედრებზე
  • ბაზრის გაფართოებისა და პროდუქტების განვითარების სტრატეგიული მიზნების დასახვა
  • გუნდის მართვა და მენტორობა
  • საერთაშორისო პარტნიორებთან და ძირითად დამკვეთებთან მჭიდორ ურთიერთობა
  • ყოველთვიური ანგარიშგება მენეჯმენტთან
  • ყველა საჭირო ხელშეკრულებისა და ფინანსური დოკუმენტის არსებობის უზრუნველყოფა.
  • ბიუჯეტირება

კვალიფიკაციები:
  • 5+ წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • საქართველოს შემომყვანი ტურიზმის ცოდნა (სომხეთი ან აზერბაიჯანის ტურისტული პროდუცტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და სტრატეგიული დაგეგმვის უნარები
  • ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • მეგობრულ გუნდს
  • მაღალი კლასის ოფისს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს
  • სტაბილურ გარემოს და კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ hr@georgianbus.com , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება