ტურ მენეჯერი/ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ბას
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: შემომყვანი ტურ-ოპერატორი, გამყვანი ტურ-ოპერატორი
ჯორჯიან ბას აცხადებს ვაკანსიას ტურ მენეჯერი/ოპერატორის (ტურიზმის დეპარტამენტის გუნდის წევრი) პოზიციაზე
გრაფიკი: სტანდარტული 
ანაზღაურება - 1500 + ბონუსი 
ლოკაცია - თბილისი 
 
პოზიციის აღწერა: 
Georgian Bus-ში, ტურ მენეჯერის/ოპერატორის როლში თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტურისტული პროდუქტის შექმნაზე კონკრეტული ბაზრებისთვის, მათ შეთავაზება, გაყიდვა და მართვაზე. თქვენ მჭიდრო კავშირი გექნებათ კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და დამკვეთებთან. დაგევალებათ მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების მიწოდება დამკვეთისთვის როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კონკრეტული ბაზრების კვლევა და ანალიზი, ტენდენციების, შესაძლებლობებისა და მომხმარებელთა საჭიროებების გამოვლენა 
  • ტურისტული პროდუქტების შემუშავება და ადაპტაცია ბაზრის მოთხოვნების და კლიენტების უკუკავშირის საფუძველზე 
  • კონკრეტული ქვეყნების/ბაზრებისთვის ტურისტული პაკეტების შექმნა, გაყიდვა და მართვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და დამკვეთთან ურთიერთობა  
  • ტურების საოპერაციო საკითხების მართვა: სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნა, განთავსების სიებისა და მენიუების შედგენა, მუზეუმების, საბაგიროების და სხვა აქტიოებების დაჯავშნა.  
  • გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად 
  • კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და სტრატეგიის შესაბამისი კორექტირება 
  • დამკბეთისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება და გამოხმაურების შესაბამისი კორექციების შეტანა შემდეგ ტურებში.  
  • დოკუმენტაციის, ანგარიშგებებისა და CRM სისტემაში მონაცემების რეგულარული განახლება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შემომყვანი ტოუროპერატორის/ტურ მენეჯერის პოზიციაზე 
  • საქართველოში შემომყვანი ტურიზმის ძირითადი სპეციფიკის ცოდნა, დამოუკედებლად ფასგათვლის და ანგარიშგების უნარი.  
  • ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად) 
  • პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და სხვადასხვა სირთულის ტურის ორგანიზების ძლიერი უნარები 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი 
  • სასურველია (მაგრამ არა აუცლიბელეი) ჯავშნისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას 
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდურ გარემოს 
  • მაღალი კლასის ოფისს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების უაღრესად კარგ შესაძლებლობებს 
 
დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ hr@georgianbus.com , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება