ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: რეგისტრატორი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო ბარათების წარმოება;
- დღის მანძილზე პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
- ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge