მოლარე

თბილისი მოქნილი გრაფიკი აკვალაინი
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული
ბუღალტერია/ფინანსები: მოლარე (ბუღალტერია)
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზებისა და SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://aqualine.ge/

კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
  • წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა პროგრამაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მ. ხელაშვილის ქ. N9;
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, არასტანდარტული 10:00 – 19:00, 2/2-ზე გრაფიკი;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aqualine.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ შპს აკვალაინის მიერ ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია)

დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, შპს აკვალაინის მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 1 (ერთი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@aqualine.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.