ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის განყოფილების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
პოზიციის დასახელება: ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის განყოფილების სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სამუშაო ადგილი: თბილისი

სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

შესაძლებლობები
  • პოზიცია გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს:
  • ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ვაჭრობისათვის საჭირო უნარების დაუფლება;
  • დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ვაჭრობისათვის საჭირო განაცხადების შევსება და შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
  • ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესწავლა და პრქტიკაში მათი გამოყენება;
  • საქართველის ენერგეტიკული ბირჟის მიერ ორგანიზებული სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდის ჩაბარება;

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებზე ვაჭრობა
  • სტატისტიკური ანალიზის მეთოდებით მონაცემთა დამუშავება, ვიზუალიზაცია, რეპორტინგი
  • დროითი მწკრივების პროგნოზირება
  • პროგნოზირების მეთოდების განსაზღვრა, ოპტიმიზაცია
  • სავაჭრო პორთფელების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
  • ვაჭრობის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკის განხრით)
  • საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრიების სტრუქტურის ცოდნა
  • სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა
  • სასურველია მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel - უმაღლეს დონეზე)
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილების წერა და ა.შ)
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზაციული ნიჭი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქართველის ენერგეტიკული ბირჟის სავაჭრო წარმომადგენლის სერთიფიკატის ფლობა (სასურველია)

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.