ბარმენი

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი რესტორანი ოდა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
რესტორანი "ოდა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ბუდვა, მონტენეგრო (https://maps.app.goo.gl/bxG6VCt4oVxJ4hsq6 )
რესტორანზე ინფორმაცია: https://www.instagram.com/georgian_oda_budva

პასუხისმგებლობები და მოვალეობები:
  • პირადი ჰიგიენის დაცვა რესტორნის შინაგანაწესის შესაბამისად.
  • სამუშაო პერიოდში კომპანიის მიერ დაწესებული უნიფორმის ტარება.
  • სტანდარტული ოპერირების პროცედურების (SOP) სრული დაცვა.
  • სამუშაო ობიექტზე სისუფთავის კონტროლი და დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
  • ბარის გახსნისა და დახურვის პროცესში ჩეკ-ლისტების შევსება და შესრულება.
  • სხვადასხვა სასმელებისა და კოქტეილების მომზადება დამტკიცებული მენიუს, კალკულაციების და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით.
  • ტრანსფერის ფაილის წარმოება.
  • ბარის მინიმალური და მაქსიმალური მარაგების მონიტორინგი.
  • სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება და კონტროლი.
  • სასმელებისა და კოქტეილების დამზადების წესების და ინგრედიენტების დეტალური ცოდნა.
  • ძირითადი ალერგენების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
  • გეგმიურ და არაგეგმიურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა.
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება სამუშაო პროცესში.
  • სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, პოზიტიური გარემოს შექმნა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.
  • უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე.
  • რუსული ენის გამართული ცოდნა.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • ბარმენის სერტიფიკატი (აუცილებელია).

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 9-10 საათი.
  • ფრენის ხარჯების უზრუნველყოფა.
  • საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფა.
  • 1 წლიანი სამუშაო ვიზის უზრუნველყოფა.
  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, შეთანხმებით.

როგორ შემოგვიერთდეთ?
დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით: WhatsApp/Viber: +382 68 910 220

გისურვებთ წარმატებებს!