გაყიდვების კონსულტანტი

ბათუმი ნახევარი განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს დროებით ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე, მაღაზია ZARA-ში, ბათუმში.

სამუშაო პირობები:
  • მისამართი: Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29
  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება + ყოველთვიური ბონუსი
  • სამუშაო პერიოდი - 4 თვე

განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: batumi.zara.16380@cenomi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ლოკაციის მიხედვით: გაყიდვების კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე ბათუმში.