მომხმარებელთან ურთიერთიბის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კია საქართველო
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: ავტომობილი, ავტონაწილები
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “კია საქართველო”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, მომხმარებელთან ურთიერთიბის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ყოველი მეორე  - შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე

ანაზღაურება - ფიქსირებული 1200-1500 (ხელზე ასაღები) ლარი + ბონუსი;

მისამართი – ქ.თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #84
ვებ საიტი - https://www.kia.com/ge/ 

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილ მოდელებზე, ავტომობილის ფუნქციების ახსნა და ეფექტური პრეზენტაცია. ასევე, ინფორმაციის მიწოდება არსებულ საბანკო და საფინანსო პროდუქტების შესახებ;
  • ბრენდის პროდუქტებით დაიტნერესებული ნებისმიერი პირისათვის რელევანტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება - მათ შორის ისეთი არხების მეშვეობით როგორიც არის სატელეფონო ზარი ან/და ციფრულ მედიაში დაფიქსირებული ინტერესი. 
  • მომხმარებელთა  მონაცემების ასახვა CRM სისტემაში; 
  • როგორც საცალო ასევე კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა;  
  • გამოცხადებული შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; 
  • როგორც საცალო ასევე კორპორატიული მომხმარებელთა სპეციალური შეკვეთების მიღება/დამუშავება;
  • პრაის ლისტების შედგენა და მუდმივი განახლება;
  • გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა. მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო მუშაობა გაყიდვების პროცესის სტიმულირებისთვის;  
  • რეგულარუი რეპორტინგი გაყიდვების, მომხმარებლების ინტერესების და კონკურენტების მოკვლევის შესახებ კომერციულ დირექტორთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა; მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან; 
  • ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი);
  • საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეების  გაცნობა, საავტომობილო ტექნოლოგიების ზედმიწევნით კარგი ცოდნა. მოდელების ფუნქციების შესწავლა და პრეზენტირება;    
  • სამუშაო ანგარიშების მენეჯმენტისათვის რეგულარულად მიწოდება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია საავტომობილო ბრენდში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომერციული მიმართილებით საავტომობილო გაყოდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიაციო დონეზე ცოდნა;
  • microsoft office-ის ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;

თუ გსურთ გაყიდვების სფეროში გამოცდილების შეძენა და დაინტერესებული ხართ საავტომობილო სფეროთი შემოგვიერთდით. ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და  განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge .
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის სპეცილისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 30.05.2025 წ.

„კია საქართველო“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.