სამორინე „Eclipse“ (ქ. ბათუმი) აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- სამსახურში დასაქმებულების მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების გაფორმება;
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომლების ბაზის წარმოება;
- უცხოელი თანამშრომლების პირადი საქმეების აღრიცხვა და კონტროლი საემიგრაციო პორტალზე;
- თანამშრომლების პირადი საქმეების კონტროლი;
- თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მოთხოვნის შესაბამისად, ცნობების, ასლების, ბრძანებებისა და თანამშრომლების შესახებ სხვა ინფორმაციის მომზადება და შედგენა;
- საკადრო დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა და ოპერატიული შენახვა;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office (Word, Excel) პროგრამის ცოდნა მოწინავე მომხმარებლის დონეზე;
პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით/ 10:00 დან 18:00 მდე;
- დამსაქმებლის ტერიტორიაზე;
- პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:Job.EclipseCasino@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!