ავტო სესხების რისკების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტომობილების კომპლექტაციებისა და ფასის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების რისკების კოორდინატორი“.