ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 40-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5200-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის მიმტანი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
- საუზმის დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ''À-la-carte'' -ზე მუშაობა.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები
დილის ცვლის მიმტანის სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საღამოს ცვლის მიმტანი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.