ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;
ფუნქცია - მოვალეობები:
- ბრენდის/კატეგორიის/პროდუქტის სტრატეგიების განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
- ბრენდების მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- ბრენდის მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა და ინიცირებული ინოვაციების დროული და ეფექტური ლონჩის მენეჯმენტი, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- ბრენდის ხარისხზე ზრუნვა;
- სადისტრიბუციო ქსელების პერიოდული ანალიზი და აუდიტი;
- ბრენდის საბაზრო წილის გაზრდაზე ზრუნვა;
მოთხოვნები და უნარ - ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი: მარკეტინგი, ბიზნესი ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- არ ეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- ორიენტირებული განვითარებაზე;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (მინ. B2 დონეზე), რუსული ენა (სასურველია);
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი ბრენდ მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.