ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
- გეგმიური და პრევენციული სარემონტო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
- ავარიების შემთხვევაში დროული რეაგირება და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება;
- ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვა, გაუმართაობის დროულად აღმოჩენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება;
- საწარმოო დანადგარებზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებზე მოწვეული სპეციალისტებთან კომუნიკაცია და პროცესში ჩართულობა;
- საწარმოო დანადგარების გამართულობისა და ჰიგიენის კონტროლი.
- საწარმოო დანადგარების ყოველდღიური გამართულობის და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- საწარმოო დანადგარების შესაკეთებელი მასალების (ნაწილების) განსაზღვრა და ანგარიშის წარდგენა;
- ნებისმიერი ტექნიკური ან/და საწარმოო რისკების აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება;
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- ინტერესი ტექნიკური საქმისადმი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ელექტრო-მექანიკოსი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 31 მაისი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.