გაყიდვების სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29

ჩვენ შესახებ: 
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • გაყიდვების გუნდის მართვა და ყოველდღიური მონიტორინგი 
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა 
  • ობიექტების ვიზიტების დაგეგმვა და მონიტორინგი 
  • მერჩენდაიზინგისა და შეკვეთების პროცესის კონტროლი 
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაბამისი რეაგირება 
  • კრიზისული სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა და პრევენცია 
  • პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის დაგეგმარება 
  • არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინ. 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდში ხელმძღვანელ პოზიციაზე 
  • კვების დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება — სავალდებულო 
  • მოლაპარაკებების, კონფლიქტების მართვისა და გუნდის მოტივაციის მაღალი უნარი 
  • სტრატეგიული აზროვნებისა და კრიზისების პრევენციის უნარი 
  •  B კატეგორიის მართვის მოწმობა 
 
რას გთავაზობთ: 
  • კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსები შესრულებაზე 
  • რეალური პერსპექტივა კარიერული განვითარებისთვის 
  • სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.geსათაურის ველში მიუთითეთ : გაყიდვების სუპერვაიზერი.