შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნეო გლასი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
ნეო გლასი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147
ხელფასი: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტებიდან შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
  • ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • შესყიდვის ხელშეკრულებების ფორმირება;
  • შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
  • საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში/სამშენებლო ობიექტზე მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
  • ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
  • საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შეფასება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@neoglass.ge, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 11 22 21