ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი

რუსთავი სრული განაკვეთი JSC CAUCASIAN PET COMPANY
მივლინება: არა ხელფასი: 1075 - 1300
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
  • წინა სამუშაო გამოცდილება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ტექნიკური პროფესიული სპეციალისტი, ლაბორანტი, ტექნოლოგი, ხარისხის მაკონტროლებელი, ოპერატორი ან ინჟინერი, სამედიცინო მუშაკი, ქიმიის მასწავლებელი, ფარმაცევტი.
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
  • ქართული და რუსული ენების ფლობა.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
  • კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
  • წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
  • სწრაფი ათვისების უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
  • ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
  • მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
  • პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
  • საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი და მონაცემების ჟურნალში შეტანა.

სამუშაო პირობები:
  • მის: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
  • ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1075₾ ხელზე ან 5,89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1300₾ - ან 7,12₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავებ ცვლებზე).
  • პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
  • კორპორატიულ ნომერი;
  • კვება;
  • FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი)

რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com