ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰოუმერ გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 3000
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
დეველოპერული კომპანია Homer-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ
Homer-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge

სამუშაო პირობები
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1

ძირითადი ფუნქციები
  • კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა პროგრამა ბალანსსა და Bitrix-ში
  • კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი
  • კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
  • ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • საბანკო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამა ბალანსში
  • ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება
  • შესყიდვების გატარება პროგრამაში
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება
  • სტატისტიკური მონაცემების შევსება
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

თქვენს შესახებ
  • დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • Excel-ის კარგი ცოდნა
  • IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩაბარება (ჩაითვლება უპირატესობად)

ანაზღაურება და ბენეფიტები
  • ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 2,000 – 3,000 ლარია (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
  • ჩვენ ასევე გთავაზობთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს

ჩვენთან მუშაობის სხვა ბენეფიტები
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი ისტორიულ შენობაში
  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
  • ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
  • კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: vacancy@homer.ge
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ბუღალტერი”.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.