სამშენებლო კომპანია "კონსოლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება
- ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
- კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700-2000 ლარი (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გაყიდული უძრავი ქონების ღირებულების 0,3-0,5 პროცენტამდე დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე
დაინტერესების შემთხვევაში გთოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: infoconsolegroup@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.