ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას აპარტჰოტელის ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • ტექნიკური დეპარტამენტის მართვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
  • სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრზე დანადგარების, სასტუმროს აღჭურვილობისა და ტექნიკური სისტემის გამართულობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი.
  • პროფესიული და კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.
  • ტექნიკური დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი.
  • უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა და ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების კონტროლი ამ მიმართულებით.
  • ნომრის სრული ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი და სამუშაო ფართების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • საინჟინრო განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა.
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • ლიდერული თვისებები.
  • გუნდის მართვის უნარი.
  • AutoCad-ში ან მსგავს სისტემებში მუშაობის გამოცდილება.

 დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.