დასუფთავების თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
დასუფთავება: დამლაგებელი
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას აპარტჰოტელის დასუფთავების დეპარტამენტში Room attendant -იგივე დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია სასტუმროს ნომრების დასუფთავება- მოწესრიგებაზე, და მომხმარებლის კომფორტზე ;
  • დაუყოვნებლივ პასუხობს სტუმრების მოთხოვნებს;
  • ტვირთავს ურიკას შესაცვლელი მასალებით, როგორიცაა თეთრეული, პირსახოცი და სხვა;
  • ახორციელებს ნომრებში შესვლასა და დალაგებას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • წინასწარ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად ჰიგიენის უზრუნველყოფა: თეთრეულისა და პირსაცოხების შეცვლა, საშხაპისა და აბაზანის დალაგება, გახარჯული ამენითების ჩანაცვლება, და სხვა;
  • ოთახში არსებული ტექნიკისა თუ სხვა ნივთების დათვალიერება, ხარვეზის შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის ხარვეზისა თუ კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • უსაფრთხოების პროცედურისა და პოლიტიკის დაცვა;
  • „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ პროცედურების და პოლიტიკის შენარჩუნება და მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად.
  • მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!