ხარჯებისა და მარაგების ბუღალტერი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას. 
კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“  (Blue Sky apart-hotel),  აცხადებს ვაკანსიას  აპარტჰოტელის ფინანსურ დეპარტამენტში, ხარჯებისა და მარაგების ბუღალტრის  პოზიციაზე .   

მოვალეობები: 
  • მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელშეკრულებების და მასთან გათანაბრებული საბუთების საფუძველზე პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, საბუთების ფიზიკური და ელექტორნული ფორმით დაარქივება; 
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;  
  • სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერების მიერ კონტრაქორების დავალიანების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან შედარება/შემოწმება და გადასარიცხად მომზადება; 
  • ადამიანური რესურდების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული დაქირავებული პირების საბუთების საფუძველზე პროგრამაში ფიზიკური პირების ბაზაში საიდენთიფიკაციო მონაცემების დამატება;  
  • მომსახურების ხელშეკრულების საფუძლებლზე წარმოქმნილი დავალიანებების და საბუთების წარმოება და დაარქივება. 
  • მივლინების ხარჯების დაანგარიშება, ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;  
  • ანგარიშ-ვალდებული პირების მიერ მოწოდებული საბუთების საფუძველზე ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;  
  • მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;  
  • შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა;  
  • შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან მარაგებზე მიღებული ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში ჩამოტვირთვა;  
  • მიღებული საბუთების საფუძველზე მარაგების და ძირითადი საშუალებების მიღების, საწყობებზე გადანაწილების, ჩამოწერის და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და საბუთების დაარქივება; საჭიროების შემთხვევაში ფასების შედარების რეპორტის მომზადება.  
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მიღებული ზედნადებების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ინფორმაციასთან. 
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაცია, ტექნიკური  და სამეურნო საწყობის მარაგების პერიოდული შერჩევითი ინვენტარიზაცია;  
  • ყოველი წლის ბოლოს(15-25 დეკემებრის შუალედში) ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;  
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 

მოთხოვნები: 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა;  
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5  ივნისის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ხარჯების და მარაგების ბუღალტერი.  
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე. 
გისურვებთ წარმატებას!