დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას. 
კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“  (Blue Sky apart-hotel),  აცხადებს ვაკანსიას  დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის  პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. 

მოვალეობები: 
  • პასუხისმგებელია დასუფთავების დეპარტამენტის პერსონალის მონიტორინგზე;  
  • პასუხისმგებელია  სასტუმროს სისუფთავეზე და წესრიგზე;  
  • გეგმიური შეხვედრების ჩატარება თანამშრომლებთან;  
  • დასუფთავების თანამშორმლების მუშაობის მონიტორინგი- კომპანიის სტარნდარტების  შესაბამისად; 
  • პასუხისმგებელია სტუმრების კმაყოფილებაზე; 
  • ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება თანამშრომლებისთვის, მათი ეფექტურობის მონიტორინგი; 
  • ახალი თანამშრომლების გადამზადება; 
  • კოლეგიალური ურთიერთობის შენარჩუნება და გამართული კომუნიკაციის ქონა სხვა დეპარტამენტების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან. 
  • „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ პროცედურების და პოლიტიკის შენარჩუნება და მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად. 
  • მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად შევსება; 
  • რეპორტების წარმოება ხელმძღვანელისთვის; 
 
მოთხოვნები: 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • უცხო ენების ცოდნა  
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დასუფთავების    სუპერვაიზერი. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე. 
გისურვებთ წარმატებას!