ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის რეცეფციონისტის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება/გამგზავრების (ჩექ-ინ /ჩექ-აუთი) პროცედურის ეფექტურად და სტარდნარტების შესაბამისად მართვა ;
  • სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება, საჭიროებების გამოვლენა და მათი დამკაყოფილება ;
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროს დამატებით სერვისებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე თუ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • სასტუმროში შემოსული ზარებისა და კორესპოდენციის მართვა;
  • ჯავშნებისა და რეზერვაციების მართვა;
  • ბილინგის პროცესის მონიტორინგი, გადასახადის მომზადება, ანგარიშების დამუშავება;
  • სტუმართა საჩივრების სრწაფი მონიტორინგი და აღმოფხვრა;
  • სტუმრების უკუკავშირი და კმაყოფილების შეფასება;
  • საჭირო დოკუმენტაციის და ფაილების წარმოება (ჩექ-ინ/ჩექ-აუთი-ს ფაილები);
  • შესაბამისი ჩანაწერებისა და ინფორმაციისრეგისტრაციის სისტემაში შეტანა.
  • ფრონტ ოფისის გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამცოდილება.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული;
  • მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!