დღის სანიტარი

თბილისი სრული განაკვეთი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 750
დასუფთავება: სანიტარული წმენდა
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე / ქევანიშვილის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე ამბულატორიულ განყოფილებაში.

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13
სამუშაო გრაფიკი: კვირის სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 750 ლარი ხელზე ასაღები
სამუშაო გამოცდილება: სასურველია.

მოვალეობები:
  • საპროცედურო ოთახების დალაგება;
  • სამედიცინო ნარჩენების გატანა;
  • კედლებისა და იატაკის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrkevanishvili@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სანიტრის პოზიცია") ან დარეკეთ +995593133642.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კლინიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!