იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი გრიდ ქონსთრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 

 მინიმალური მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტად ყოფნა. 
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
  • შრომის და სახელშეკრულებო სამართლის კარგად ცოდნა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • MS office word-ის კარგად ცოდნა.
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამსაქმებლის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის და მესამე პირებთან გასაფორმებელი  კონტრაქტების მომზადება და ანალიზი.  
  • დამსაქმებლის წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

სამუშაო დრო და ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00-დან საღამოს 7 საათამდე, 1 საათის განმავლობაში შესვენება.      

დასაქმებულის ანაზღაურება განისზღვრება მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 23 მაისისა, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info.grid2007@gmail.com. მეილის "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის ვაკანსია".  კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.