სერვის ცენტრის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნავთობკომპანია ქონექთი
მივლინება: არა ხელფასი: 1700 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ავტო-მოტო სერვისი: აგს-ის მენეჯერი
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს. 

ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას  სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების გუნდში.

სამუშაო პირობები: 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ; 
ანაზღაურება: 1700 (NET) + საბონუსე სისტემა. 

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ტელეფონის ნომერი.

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კორპორატიული კლიენტების შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება; 
  • მომხმარებლების მომსახურეობა, საწვავის დარიცხვა, განაწილება, ბარათების გააქტიურება, საწვავის ტალონების გააქტიურება;
  • კლიენტის მხრიდან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი; 
  • ნაღდი ანგარიშწორებით თანხის მიღება, ბარათით გადახდის შეთხვევაში საჭირო რაოდენობის თანხის ჩამოჭრა ტერმინალით და დღის დახურვის მონიტორინგი;
  • დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება;
  • გაყიდვების მენეჯერებთან და უშუალო გაყიდვების დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან ერთად არსებული მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;
  • პორტფელების მონიტორინგი და თვის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
  • კორპორატიული კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება; 
  • საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კორპორატიული კლიენტების რეგისტრაცია ან/და მათი მონაცემების რედაქტირება; 
  • ავტოგასამართი სადგურებისთვის საბარათე ტერმინალის რეგისტრაცია, გააქტიურება და სატესტო ბარათების დამზადება; 
  • დღიური და თვიური რეპორტების მომზადება; 
  • მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას მსგავს პოზიციაზე კორპორატიულ კლიენტთა სერვის მენეჯერის მიმართულებით; 
  • სასურველია სფეროში გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); 
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge  2025 წლის 05 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!