კომპანია „My Office”-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს სპეციალისტების შერჩევას კარტრიჯების დამუხტვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP,CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკის მიმართ ინტერესი;
- ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
- კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი მომხმარებლის დონეზე;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
თუ თქვენ მარტივად ურთიერთობთ ტექნიკასთან, მაშინ მოგვმართეთ, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა.
უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური განათლება.
პირობები:
გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება გაიცემა საბანკო ანგარიშზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 579 02 08 34 ან გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კარტრიჯების დამუხტვის სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.